სავაჭრო პოლიტიკა / მომხმარებელთან ურთიერთობა
მომხმარებელთან ურთიერთობის, სავაჭრო პოლიტიკისა და საგარანტიო პირობების შესახებ ჩვენს შოურუმებსა და ვებ-გვერდზე წარმოდგენილ პროდუქციაზე ვრცელდება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობები. ქვემოთ მოცემულ ტექსტში შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საჭირო ძირითად ინფორმაციას:
ძირითადი დებულებები / რა უნდა იცოდეთ:
- ქარხნული წუნი ეწოდება პროდუქციის ფარულ საწარმოო დეფექტს/დაზიანებას, რომელიც მწარმოებლის მიერ არის დაშვებული. საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით, მექანიკური ზემოქმედებით ან არასწორი მონტაჟით/აწყობით გამოწვეულ დაზიანებაზე.
- პროდუქციის მიღების დროს მომხმარებელმა, კურიერის ან ფილიალის თანამშრომლის თანდასწრებით, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა და მექანიზმების გამართულობა. ხელმოწერის შემდეგ თვალსაჩინო ვიზუალურ/მექანიკურ დეფექტზე პრეტენზია არ მიიღება.
- ნებისმიერი ტიპის ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.
- შოურუმსა და ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის ფასი არ მოიცავს ავეჯის/განათების მონტაჟისა და აწყობის სერვისს. ასევე, ფასი არ ითვალისწინებს მძიმე (5 კგ-ზე ზევით) გაბარიტული ნივთების სართულზე ატანას. მიწოდების ტარიფები რეგულირდება „მიწოდება და ანგარიშსწორების“ წესების შესაბამისად.
საგარანტიო და სავაჭრო ვალდებულებები:
- საგარანტიო ვადის (2 წელი) ათვლა იწყება პროდუქციის მომხმარებლისთვის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან.
- გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაზიანების ან გაფუჭების რისკი. იგივე წესი მოქმედებს, როცა მომხმარებელს თავად მიაქვს ნივთი ფილიალიდან/საწყობიდან ან აგზავნის თავის კურიერს/ტაქსის, რა დროსაც გარანტია დაუყოვნებლივ უქმდება ტრანსპორტირებისას მიყენებულ დაზიანებებზე.
- თითოეული პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს იმ პირობების შესაბამისად, რომელიც მწარმოებლის მიერ არის გათვალისწინებული ინსტრუქციაში.
- ფიზიკურ ფილიალში შეძენილი უდეფექტო ნივთის უკან დაბრუნება არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ გადაცვლა 3 დღის ვადაში. ონლაინ შეძენილი უდეფექტო ნივთის უკან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის ვადაში (გარდა ინდივიდუალური შეკვეთისა ან უკვე აწყობილი/დამონტაჟებული ნივთებისა), ტრანსპორტირების ხარჯის მომხმარებლის მიერ ანაზღაურებით.
დავის გადაწყვეტა და ექსპერტიზა:
- ნივთზე ქარხნული წუნის არსებობის მტკიცების ტვირთი მიღებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ეკისრება „ლუმოსს“. ამ ვადის გასვლის შემდგომ — მომხმარებელს, რა დროსაც მან დამოუკიდებელი ექსპერტიზით უნდა დაამტკიცოს ქარხნული წუნის არსებობა.
გარანტიის 100%-ით გაუქმების პირობები (კატეგორიების მიხედვით):
- საერთო წესები: მომხმარებელი ვერ წარმოადგენს ჩეკს/ინვოისს; ნივთი დაზიანდა თვითგატანისას ან ტაქსით გაგზავნისას; მომხმარებელმა ნივთი თვითნებურად შეაკეთა ან შეცვალა მისი კონსტრუქცია.
- განათება (ჭაღები, ბრები, რელსები): არასწორი მონტაჟი; ქსელში ძაბვის ცვალებადობა/მოკლე ჩართვა; შეუსაბამო სიმძლავრის ნათურები; რელსურ სისტემებში სანათების ძაბვის ქვეშ გადაადგილება; კორპუსზე ნესტისა და წყლის მოხვედრა.
- რბილი ავეჯი და სკამები: წონის ლიმიტის (90-125 კგ ერთ დასაჯდომზე) დარღვევა; ავეჯზე ხტუნვა, სახელურებსა და ზურგზე ჯდომა; გასაშლელი მექანიზმის ძალისმიერი დაზიანება; აკრძალული ქიმიური ხსნარებით, სპირტით ან აცეტონით გაწმენდა; ცხოველების მიერ მიყენებული ზიანი; ავეჯის იატაკზე თრევით გადაადგილება.
- აუზები და ფილტრები: ტუმბოს წყლის გარეშე ჩართვა; სისტემის დაზიანება მასში უხეში ნაგვის/კენჭების მოხვედრით დამცავი ბადის არარსებობის გამო; აუზის მასალის გახევა/გაჭრა უსწორმასწორო ზედაპირზე დადგმის გამო; აკრძალული ქიმიკატების გამოყენება.
- მაგიდები, ყავის მაგიდები, კონსოლები და TV კონსოლები: წერტილოვანი დარტყმისგან გაჩენილი ბზარები/ნატეხები კერამიკაზე, შუშაზე ან ხელოვნურ მარმარილოზე; ხისა და MDF-ის ზედაპირის აბურცვა/დასკდომა წყლის ხანგრძლივი მოხვედრის ან ნესტის გამო; ცხელი საგნების პირდაპირ დადება დამცავი სადგამის გარეშე; აბრაზიული და მჟავური საშუალებებით გაწმენდა; ფეხების მორყევა ნივთის იატაკზე თრევით გადაადგილების გამო.
- სარკეები, ხელოვნური მცენარეები და გარე ავეჯი: სარკის გატეხვა მექანიკური დარტყმით ან არამყარი კედელზე დამონტაჟებით; უკანა ფენის დაზიანება სითხით; მცენარის გახუნება მზის პირდაპირი სხივებით ან გამათბობელთან სიახლოვით; ეზოს ავეჯის დაზიანება სეტყვით, ყინვით, ძლიერი ქარით ღია ცის ქვეშ დამცავი საფარის გარეშე დატოვების გამო; ბალიშების დაობება წვიმაში დატოვებით.
ავეჯის მოვლისა და ექსპლუატაციის ზოგადი წესები:
- ტემპერატურა და განთავსება: რეკომენდებულია ჰაერის ტემპერატურა +10°C-დან +28°C-მდე, ფარდობითი ტენიანობით 40-65%. არ განათავსოთ ავეჯი მზის პირდაპირ სხივებზე, გამათბობელთან ან ნესტიან ადგილას.
- გადაადგილება და დატვირთვა: ავეჯი გადაადგილებისას ჯერ დააშორეთ იატაკს და შემდეგ შეუცვალეთ ადგილი. არ შეიძლება ავეჯის ზედაპირზე წერტილოვანი დატვირთვა ან გადაჭარბებული წონის დაწოლა.
- დასუფთავება: ახალი ლაქების მოსაშორებლად ქსოვილზე გამოიყენეთ მხოლოდ ნესტიანი ტილო და თხევადი საპონი. ტყავის ავეჯზე აკრძალულია ქიმიური გამხსნელების და აბრაზიული ფხვნილების გამოყენება.
- მატრასები: ყოველ 3-6 თვეში მატრასი უნდა გადაატრიალოთ სწორი ფორმის შესანარჩუნებლად. შეამოწმეთ, რომ მატრასი სწორად იდოს საწოლის ჩარჩოში, რათა არ მოხდეს მისი დეფორმაცია.
- სააბაზანოს ავეჯი: მდფ/ლამინატზე წყლის მოხვედრის შემთხვევაში ავეჯი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს მშრალად. უზრუნველყავით კარგი სავენტილაციო სისტემა.
„ლუმოსი“ გისურვებთ წარმატებებს!