აღმოაჩინე მაგიდა – სკამების ახალი კოლექცია

წესები და პირობები

წესები და პირობები (Terms & Conditions)

წესები და პირობები ი.მ. გაბრიელ ვახტანგიშვილი (შემდგომში — „ლუმოსი“) და დამკვეთი/კლიენტი/მომხმარებელი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები, თანხმდებიან შემდეგზე:

  • „ლუმოსი“ არის კომპანია, რომელიც მის მმართველობაში მყოფი ვებ-გვერდის (lumosmaxima.ge) და ფიზიკური შოურუმების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას (ავეჯი, განათება, აუზები, აქსესუარები).

შეკვეთის განხორციელება და ანგარიშსწორება

  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია ვებ-გვერდზე ან ფილიალში საბანკო ბარათით, საბანკო გადარიცხვით, ონლაინ განვადებით ან ნაწილ-ნაწილ გადახდის სერვისით.
  • თბილისის მასშტაბით მიწოდებისას, „ლუმოსთან“ შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების მხოლოდ ნაწილის წინასწარ დაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხის კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა. რეგიონებში მიწოდება ხორციელდება მხოლოდ სრული წინასწარი გადახდის საფუძველზე.
  • ნივთის განვადებით შესაძენად, „ლუმოსი“ დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, კლიენტს შესაძლოა დაეკისროს ბანკის შიდა საკომისიო. დამკვეთი ვალდებულია გონივრულ ვადაში მოაწეროს ხელი განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.

„ლუმოსის“ ვალდებულებები და შეკვეთის მიწოდება

  • „ლუმოსი“ ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დროული დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა შეადგენს თბილისში 1-დან 5 სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონებში 5-დან 10 სამუშაო დღეს.
  • მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის (სადარბაზოსთან/ჭიშკართან ან ფილიალში) ჩაბარებისთანავე.
  • კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან გაუქმდება საბანკო განვადება.

შეკვეთის მიღება, შემოწმება და გარანტია

  • დამკვეთი ვალდებულია პროდუქციის გამოყენებამდე დეტალურად გაეცნოს ნივთის ქარხნულ ინსტრუქციას. მონტაჟსა და აწყობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს (კომპანია აწყობას არ ახორციელებს).
  • ტრანსპორტირების დროს (თუ მიწოდებას ახორციელებს „ლუმოსის“ კურიერი) შეკვეთის დაზიანების შემთხვევაში კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ნივთის ჩანაცვლებას/შეკეთებას.
  • პასუხისმგებლობის გამორიცხვა თვითგატანისას: თუ მომხმარებელს პროდუქცია თავად მიაქვს ფილიალებიდან/საწყობიდან, ან იყენებს მესამე პირებს (ტაქსი, პირადი კურიერი), პროდუქციის გადაცემის მომენტიდან „ლუმოსი“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის დაზიანებაზე და ნივთი კარგავს გარანტიას.
  • გარანტიის 100%-ით გაუქმება: ნებისმიერ ნივთზე (ავეჯი, ჭაღები, ბრები, რელსები, აუზები, ტუმბოები, ფილტრები, კერამიკული/ხის/MDF/მარმარილოს მაგიდები, კონსოლები, TV კონსოლები, სკამები, სარკეები, ხელოვნური მცენარეები და გარე ავეჯი) გარანტია სრულად უქმდება, თუ დაზიანება გამოწვეულია არასწორი მონტაჟით/აწყობით, ელექტროქსელის გაუმართაობით, არასწორი ექსპლუატაციით, მექანიკური დარტყმით, დასველებით, ცხელი საგნის დადებით ან მოვლის წესების დარღვევით, რომელთა დეტალური ნუსხა მოცემულია საიტის „საგარანტიო პირობებისა“ და „სავაჭრო პოლიტიკის“ გვერდებზე.

პირადი მონაცემები და კონფიდენციალურობა

  • lumosmaxima.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენს მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი). ეს მონაცემები ინახება უსაფრთხო სერვერზე. არცერთი მესამე მხარისთვის ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით მონაცემების შევსების დროს აცხადებს თანხმობას, რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (ბანკს) განვადების განხილვის მიზნით.
  • წინამდებარე წესები ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს. „ლუმოსი“ იტოვებს უფლებას მიწოდებული ინფორმაცია (პერსონალური იდენტიფიცირების გარეშე) გამოიყენოს სტატისტიკური მიზნით. წესებისა და პირობების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, „ლუმოსი“ ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს.

საბარათე მონაცემები

  • პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, lumosmaxima.ge არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ სპეციალურ გვერდზე (Flitt), რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის თანამედროვე მოდულს.

სხვა ინფორმაცია (Cookies & Analytics)

  • lumosmaxima.ge-ს უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და მარკეტინგული კამპანიის მიზნით, საიტზე ინტეგრირებულია:
    • FB Pixel: რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს და დათვალიერებულ პროდუქტებს. ამ ინფორმაციის შენახვა/გავრცელება რეგულირდება Facebook-ის წესებით.
    • Google Analytics: ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციას ბრაუზერის Сookie-ების მეშვეობით (IP მისამართი, ლოკაცია და ა.შ.). ეს ინფორმაცია ექვემდებარება Google-ის კონფიდენციალურობის წესებს.

ფორს–მაჟორი

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

პრეტენზიები, დავები და დამატებითი პირობები

დამატებითი ინფორმაცია პროდუქციის წარმომავლობაზე: პროდუქცია, რომელსაც აღწერილობაში პირდაპირ არ აქვს მითითებული ევროპული ან სხვა კონკრეტული ბრენდის დასახელება, წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადებულ და იმპორტირებულ პროდუქციას, რომელიც გადის ხარისხის სათანადო კონტროლს.

მხარეები ეცდებიან წარმოქმნილი დავის ან კონფლიქტის ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის ან პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის სრულად ბათილობას.

შენი კალათა
...