საგარანტიო პირობები და მომსახურების წესი
კომპანიის რეკვიზიტები:
- მოვაჭრე: ი.მ. გაბრიელ ვახტანგიშვილი (შემდგომში — „ლუმოსი“)
- საიდენტიფიკაციო ნომერი: 01030008555
- იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მუხიანის მეორე მიკრო კორპ.2
- სერვის-ცენტრის მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქუჩა #22
- ტელეფონი: 591966600
- ელ-ფოსტა: info@lumosmaxima.ge
1. კანონისმიერი გარანტია (2 წელი) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ლუმოსი“-ს მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე მოქმედებს 2-წლიანი კანონისმიერი გარანტია მხოლოდ ქარხნულ წუნზე.
- გარანტიის მოქმედების არეალი: გარანტია ფარავს მხოლოდ იმ ფარულ დეფექტებს, რომლებიც პროდუქტს წარმოშობისას (ქარხნულად) ჰქონდა და არ ვრცელდება ექსპლუატაციის, არასწორი აწყობის ან არასწორი მონტაჟის შედეგად დამდგარ დაზიანებებზე.
- მომხმარებლის უფლებები (პირველი რიგი): ქარხნული წუნის აღმოჩენისას, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან შეუსაბამოდ დიდ (არათანაზომიერ) ხარჯს მოითხოვს.
- მომხმარებლის უფლებები (მეორე რიგი): მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა (თანხის დაბრუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია, ან „ლუმოსმა“ ის ვერ შეაკეთა/შეცვალა გონივრულ ვადაში.
- მტკიცების ტვირთი: ნივთზე თავდაპირველი ქარხნული წუნის არსებობის მტკიცების ტვირთი ნივთის ჩაბარებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ეკისრება „ლუმოსს“, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ — სრულად კლიენტს. ამ ვადის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებელი ექსპერტიზით დაამტკიცოს, რომ დეფექტი ქარხნული იყო.
- შეკეთების ვადა: საგარანტიო შემთხვევის დადასტურებისას, ნივთის შეკეთების ან ნაკლის აღმოფხვრის ვადად განისაზღვრება მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე. თუ პროდუქცია საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, საგარანტიო ვადა არ ახლდება და გრძელდება პირვანდელი ვადის ფარგლებში.
2. ფიზიკურ ფილიალში შეძენილი ნივთის წესი (დიდი დიღომი, გლდანი, გორი)
- ფიზიკურ მაღაზიაში ადგილზე შეძენილი, უდეფექტო (ხარისხიანი) ნივთის უკან დაბრუნება და თანხის უკან დაბრუნება არ ხდება.
- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვოს პროდუქტის სხვა პროდუქტში გადაცვლა.
- გადაცვლის აუცილებელი პირობა: ნივთი უნდა იყოს იდეალურ, პირვანდელ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოყენების, აწყობის, კედელზე/ჭერზე დამონტაჟების კვალის გარეშე, ორიგინალ დაუზიანებელ შეფუთვაში. ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მომხმარებელი.
3. დისტანციურად (lumosmaxima.ge) შეძენილი ნივთის უპირობოდ დაბრუნების წესი (14 დღე)ონლაინ შეძენისას მომხმარებელს აქვს უფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააბრუნოს ნივთი 14 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგი მკაცრი პირობების დაცვით:
- ნივთის მდგომარეობა: ნივთი უნდა იყოს უხმარი და პირვანდელ მდგომარეობაში. უპირობო დაბრუნება არ ვრცელდება მომხმარებლის მიერ უკვე აწყობილ ავეჯზე, კედელზე/ჭერზე ერთხელ მაინც დამონტაჟებულ ან ელექტროქსელში მიერთებულ განათების სისტემებზე (რადგან აღნიშნული მოქმედებებით ნივთი კარგავს სასაქონლო იერსახეს და პირვანდელ სახეს).
- გამონაკლისი: 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება საერთოდ არ ვრცელდება იმ ავეჯსა თუ განათებაზე, რომელიც დამზადდა ან შეიცვალა მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით (სპეციფიკური ზომები, ფერი, მატერია).
- ტრანსპორტირება: ნივთის „ლუმოსის“ სერვის-ცენტრში (პეტრე იბერის #22) დაბრუნების პირდაპირ (ტრანსპორტირების) ხარჯს სრულად ანაზღაურებს მომხმარებელი.
4. ნივთის მიღება-ჩაბარება და ტრანსპორტირება
- მიღება-ჩაბარება: ფილიალიდან ნივთის გატანისას, ან კურიერისგან ჩაბარებისას, მომხმარებელი ვალდებულია ადგილზევე შეამოწმოს ნივთის ვიზუალური მთლიანობა და კონსტრუქციული გამართულობა. ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერით მომხმარებელი ადაсტურებს, რომ ნივთს არ გააჩნია მექანიკური დაზიანება (ნაკაწრი, გატეხილი დეტალი, ჩატეხილი კუთხე, გატეხილი შუშა). მოგვიანებით ვიზუალურ დეფექტებზე პრეტენზიები არ მიიღება.
- თვითგატანა და მესამე პირები: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პროდუქცია თავად მიაქვს „ლუმოსი“-ს ფიზიკური ფილიალებიდან, ან მოითხოვს მის გაგზავნას მესამე პირების მეშვეობით (ტაქსი, პირადი კურიერი და ა.შ.), პროდუქციის ხელში გადაცემის ან მძღოლის მანქანაში ჩატვირთვის მომენტიდან, ტრანსპორტირებისას მიყენებულ დაზიანებებზე პასუხისმგებლობა სრულად გადადის კლიენტზე, ნივთი კარგავს გარანტიას და კომპანია სრულად თავისუფლდება ვალდებულებებისგან.
- თუ ნივთს აქვს ფარული ქარხნული წუნი ან იგი დაზიანდა უშუალოდ „ლუმოსის“ კურიერის მიერ განხორციელებული ტრანსპორტირებისას, ჩანაცვლებას კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯით.
5. საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება (გარანტიის 100%-ით გაუქმების პირობები):„ლუმოსი“ სრულად და 100%-ით თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
- გასულია საგარანტიო ვადა (2 წელი).
- მომხმარებელი ვერ წარმოადგენს ნასყიდობის/საგარანტიო დოკუმენტს, ინვოისს ან ჩეკს, რის გამოც შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
- პროდუქტის კონსტრუქცია შეცვლილია, რესტავრირებულია ან გადაკეთებულია მომხმარებლის მიერ.
- დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მოვლის წესების დარღვევით ან მექანიკური ზემოქმედებით (ვარდნა, დარტყმა).
- მონტაჟი და აწყობა: „ლუმოსი“ არ ახორციელებს პროდუქციის სამონტაჟო/ასაწყობ სამუშაოებს. შესაბამისად, ნივთის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის (ან მესამე პირის) მიერ არასწორი აწყობით, ჭერზე/კედელზე არასწორი დამაგრებით ან თანდართული ინსტრუქციის უგულებელყოფით, არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.
- ელექტრო სისტემები (ჭაღი, ბრა, ტორშერი, რელსური სისტემა): არასწორი მიერთება ელექტროქსელთან, შიდა ქსელის გაუმართაობა (ძაბვის თამაში, მოკლე ჩართვა), სანათების ძაბვის ქვეშ გადაადგილება ან შეუსაბამო სიმძლავრის ნათურების გამოყენება, რაც იწვევს ნივთის დაწვას ან დაზიანებას, სრულად აუქმებს გარანტიას.
- რბილი ავეჯი და სკამები (დივნები, სავარძლები, სკამები): დაირღვა მაქსიმალური წონის ლიმიტი (90-125 კგ ერთ დასაჯდომზე); დაზიანება გამოწვეულია ავეჯზე ხტუნვით ან ზურგსა და სახელურებზე ჯდომით; გასაშლელი მექანიზმი დაზიანდა ძალისმიერი, მკვეთრი მოძრაობით; ქსოვილი/ტყავი გაიწმინდა აკრძალული ქიმიური ხსნარებით, სპირტით ან აცეტონით; დაზიანება მიყენებულია ცხოველების მიერ.
- აუზები, აუზის ტუმბოები და ფილტრები: ტუმბო/ფილტრაცია ჩაირთო წყლის გარეშე („მშრალად“), რამაც გამოიწვია ძრავის გადაწვა; სისტემა დაზიანდა მასში უხეში ნაგვის/კენჭების მოხვედრით დამცავი ბადის არარსებობის გამო; აუზის მასალა მექანიკურად გაიხა/გაიჭრა უსწორმასწორო ზედაპირზე დამონტაჟების გამო; გამოყენებულია მწარმოებლის მიერ აკრძალული ქიმიკატები/ქლორი.
- მაგიდები, ყავის მაგიდები, კონსოლები და TV კონსოლები (კერამიკა, ხე, MDF, ხელოვნური მარმარილო): * ზედაპირს აღენიშნება წერტილოვანი დარტყმის, მძიმე საგნის დაცემის ან ვარდნის შედეგად გაჩენილი ბზარები და ნატეხები (მექანიკური ზიანი).
- ხისა და MDF-ის ზედაპირი დეფორმირდა, აიბურცა ან დასკდა მასზე წყლის ხანგრძლივი დატოვების ან მაღალი ტენიანობის გამო.
- ზედაპირი დაზიანდა მასზე ცხელი საგნების დამცავი სადგამის გარეშე პირდაპირ დადების გამო (თერმული შოკი), ან გაიწმინდა აბრაზიული და მჟავური ქიმიური საშუალებებით.
- სარკეები და ხელოვნური მცენარეები: სარკე გატყდა/გაიბზარა მექანიკური დარტყმის ან არამყარი კედელზე დამაგრების გამო; სარკის უკანა ამრეკლავი ფენა (ამალგამა) დაზიანდა აგრესიული სითხეებით გაწმენდის გამო; ხელოვნურმა მცენარემ ფერი იცვალა ან გახუნდა მზის პირდაპირ სხივებზე ხანგრძლივი განთავსების ან გამათბობელთან სიახლოვის გამო; ღეროები/ფოთლები მექანიკურად გატყდა უხეში ზემოქმედებით.
- გარე ავეჯი (ეზოსა და ტერასის ავეჯი): ავეჯი დაზიანდა ექსტრემალური კლიმატური პირობების დროს (სეტყვა, ყინვა, ძლიერი ქარი) ღია ცის ქვეშ დამცავი საფარის (ჩიხოლის) გარეშე დატოვების გამო; ქსოვილის ნაწილები დაობდა წვიმაში ხანგრძლივად დატოვებისა და არასწორი გაშრობის გამო.