აღმოაჩინე მაგიდა – სკამების ახალი კოლექცია

მიწოდება და ანგარიშსწორება

მიწოდების პირობები, ვადები და ტარიფები „ლუმოსი“ უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო და სწრაფ მიწოდებას როგორც საკუთარი საკურიერო სამსახურით, ისე პარტნიორი წამყვანი ქართული საფოსტო სერვისების მეშვეობით.

  • თბილისი: მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 1-დან 5 სამუშაო დღისვადაში.
  • რეგიონები: მიწოდება ხორციელდება 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში (ზუსტი ვადა დამოკიდებულია კონკრეტულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე).

💰 მიწოდების ღირებულება:

  • თბილისის მასშტაბით: 1000 ლარამდე ღირებულების შესყიდვაზე მოქმედებს სტანდარტული მიწოდების ტარიფი (რომელიც აისახება საიტზე შეკვეთის გაფორმებისას), ხოლო 1000 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე მიწოდება სრულიად უფასოა.
  • რეგიონებში: მიწოდების ღირებულება შეადგენს 50 ლარიდან 150 ლარამდე (კონკრეტული ტარიფი დამოკიდებულია შესასყიდი ნივთის გაბარიტებზე, წონასა და მიწოდების დისტანციაზე. ზუსტი ფასი კლიენტს ეცნობება შეკვეთის დამუშავების პროცესში).

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აწყობასა, ტრანსპორტირებასა და ასვლაზე (პასუხისმგებლობის შეზღუდვა) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „ლუმოსი“ ახორციელებს მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციასა და გეგმურ ტრანსპორტირებას.

  • თვითგატანა ფილიალებიდან ან მესამე პირების მიერ ტრანსპორტირება: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პროდუქცია თავად მიაქვს „ლუმოსი“-ს ფიზიკური ფილიალებიდან/საწყობიდან (საკუთარი ტრანსპორტით), ან მოითხოვს ონლაინ შეკვეთის გაგზავნას მის მიერვე გამოძახებული მესამე პირების მეშვეობით (მაგალითად: ტაქსი, პირადი კურიერი, სატრანსპორტო კომპანია), „ლუმოსი“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის შემდგომ დაზიანებაზე. პროდუქციის ფილიალში ადგილზე გადაცემის ან მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი მძღოლის/კურიერის მანქანაში ჩატვირთვის მომენტიდან, ნებისმიერ მექანიკურ, კოსმეტიკურ თუ ვიზუალურ დაზიანებაზე (გატეხვა, გაკაწვრა, დეფორმაცია) პასუხისმგებლობა სრულად გადადის კლიენტზე და ნივთზე გარანტია უქმდება.
  • პროდუქციის აწყობა/მონტაჟი: კომპანია არ ახორციელებს ავეჯის აწყობის ან განათების სისტემების (ჭაღები, ბრები, რელსები) სამონტაჟო სამუშაოებს. აღნიშნული სერვისები არ შედის პროდუქციის ღირებულებაში. ნივთის აწყობა და დამონტაჟება სრულად წარმოებს მომხმარებლის ძალებითა და პასუხისმგებლობით, თანდართული ქარხნული ინსტრუქციის შესაბამისად.
  • სართულზე ატანის სერვისი: საკურიერო მომსახურება სტანდარტულად არ ითვალისწინებს ნივთების სართულზე ატანას.
    • მცირე გაბარიტის ნივთები: 5 კგ-მდე წონის მცირე ამანათების (ბრები, ნათურები, აქსესუარები) მიტანა ხდება უშუალოდ მომხმარებლის კარამდე.
    • დიდი და მძიმე გაბარიტის ნივთები: ავეჯის, დიდი ჭაღებისა და სხვა მძიმე კონსტრუქციების მიწოდება ხდება მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზომდე (ან კერძო სახლის ჭიშკრამდე), სადაც კურიერის მანქანა შეძლებს მიდგომას.
  • პასუხისმგებლობის შეზღუდვა: მომხმარებლისა და კურიერის პირად შეთანხმებაზე (სართულზე ატანის თაობაზე) „ლუმოსი“ პასუხისმგებლობას არ იღებს. ნებისმიერი დაზიანება (ვიზუალური თუ კონსტრუქციული), რომელიც ნივთს მიადგება სადარბაზოსთან ჩაბარების შემდგომ, მისი ხელით გადაადგილების, სართულზე ატანის, არასწორი აწყობის ან მონტაჟის პროცესში, არ ექვემდებარება ანაზღაურებას ან საგარანტიო შეცვლას.

3. ანგარიშსწორებისა და გადახდის წესი პროდუქციის შეძენისას (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფილიალებში) მოქმედებს ანგარიშსწორების მკაფიო წესები მიწოდების ლოკაციის მიხედვით:

  • 📍 თბილისის მასშტაბით შეკვეთისას / ფილიალში შეძენისას: მომხმარებელს შეუძლია თანხა გადაიხადოს სრულად წინასწარ, ან ისარგებლოს ნაწილობრივი გადახდის პრინციპით: თანხის ნაწილი იფარება წინასწარ (საიტზე ან ფილიალში), ხოლო დარჩენილი მეორე ნაწილი ბარდება უშუალოდ კურიერს ნივთის ადგილზე მიღების მომენტში.
  • 📍 რეგიონებში შეკვეთისას: რეგიონული შესყიდვების შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ სრული წინასწარი ანგარიშსწორების წესი. ნივთის რეგიონში გაგზავნა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეკვეთის ღირებულება (მიწოდების ფასთან ერთად) სრულად იქნება ანაზღაურებული.

4. ანგარიშსწორების მეთოდები სასურველი გადახდის წესის შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ინსტრუმენტები:

  • საბანკო გადარიცხვა: ანგარიშსწორება კომპანიის საბანკო ანგარიშზე ინვოისში მითითებული რეკვიზიტების საფუძველზე.
  • ონლაინ ან ადგილზე გადახდა საბანკო ბარათით: ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. ონლაინ გადახდის სისტემა ხორციელდება Flitt-ის უსაფრთხო პლატფორმის მეშვეობით და სრულად შეესაბამება უსაფრთხოების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
  • თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა (0%-იანი ეფექტური განაკვეთით): თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია დღესვე, ხოლო თანხა გადაანაწილოთ რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ზედმეტი საკომისიოსა და პროცენტის გარეშე, თიბისი ბანკის „ნაწილ-ნაწილ“ ან საქართველოს ბანკის „ნაწილ-ნაწილ“ სერვისების გამოყენებით.
  • საბანკო განვადება: „ლუმოსი“ მომხმარებელს სთავაზობს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და კრედო ბანკის მომენტალურ განვადებებს მაქსიმალურად მოქნილი პირობებით, 3-დან 24 თვემდე ვადით.
შენი კალათა
...